~ V*olated ~
You may also like
~ მათთვის, ვინც ოჯახური ძალადობის ერაში დაიბადა ~
ოჯახური ძალადობა არის ძალაუფლებისა და კონტროლის ფორმა, რომელიც ოჯახის წევრებს ან ინტიმურ პარტნიორებს შორის ხორციელდება. იგი შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ან იძულებითი კონტროლის სახით და ადამიანის ჯანმრთელობას, ღირსებასა და თავისუფლებას სერიოზულ ზიანს აყენებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მესამე ქალი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ინტიმური პარტნიორის ან სხვა პირის მხრიდან. შემთხვევების უმეტესობა სწორედ ოჯახურ გარემოში ხდება, სადაც ძალადობა ხშირად წლების განმავლობაში რჩება უხილავი.
ოჯახური ძალადობა მხოლოდ უშუალო მსხვერპლს არ აზიანებს. UNICEF-ის კვლევები აჩვენებს, რომ ძალადობრივ გარემოში გაზრდილი ბავშვები მნიშვნელოვნად მაღალი რისკის ქვეშ არიან, მომავალში თავად გახდნენ ძალადობის მსხვერპლი ან მისი გამეორების მონაწილე. ძალადობა თაობიდან თაობას გადაეცემა, თუ საზოგადოება მას დროულად არ აღიარებს და არ შეაჩერებს.
საქართველოში ოჯახური ძალადობა კანონით დასჯადია და მოქმედებს მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები, მათ შორის შემაკავებელი და დამცავი ორდერები. მიუხედავად ამისა, მრავალი შემთხვევა კვლავ დაფარული რჩება შიშის, ეკონომიკური დამოკიდებულების, სირცხვილისა და საზოგადოებრივი ზეწოლის გამო.
ტრილოგიის პირველი პოსტერი სიცოცხლის უფლებას ეხება, მეორე ბავშვობის უფლებას, მესამე საკუთარი სხეულის ავტონომიასა და უსაფრთხოებას, მეოთხე გენდერული სტერეოტიპების გავლენას, ხოლო მეხუთე ადამიანის კიდევ ერთ ფუნდამენტურ უფლებას იცხოვროს სახლში, სადაც სიყვარული არასოდეს გადაიქცევა ძალადობად.
წყაროები
World Health Organization (WHO)
UN Women
UNICEF
UNFPA
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
English
~ To Those Born in a Domestic Violence Era ~
Domestic violence is a pattern of power and control exercised within families or intimate relationships. It may take physical, psychological, sexual, or economic forms, as well as coercive control, causing profound harm to a person’s health, dignity, and freedom.
According to the World Health Organization (WHO), approximately one in three women worldwide experiences physical or sexual violence during her lifetime, most often at the hands of an intimate partner. In many cases, this violence takes place within the home the very place that should offer safety.
Domestic violence affects not only its direct victims. Research by UNICEF shows that children raised in violent households face a significantly higher risk of experiencing or repeating violence later in life. Unless recognized and addressed, violence can be transmitted from one generation to the next.
In Georgia, domestic violence is a punishable offence, and legal protection mechanisms including restraining and protective orders are available for victims. Nevertheless, many cases remain hidden due to fear, economic dependence, shame, and social pressure.
The first poster of the trilogy explores the right to life. The second addresses the right to childhood. The third examines the right to bodily autonomy and personal safety. The fourth reflects on the influence of gender stereotypes. The fifth turns to another fundamental human right the right to live in a home where love is never replaced by violence.
Sources
World Health Organization (WHO)
UN Women
UNICEF
UNFPA
Public Defender of Georgia
~ ცხოვრების ლიცენზია ~
2024
არტ-პროექტის სახე : მსახიობი თინათინ დალაქიშვილი
~ LIFE LICENSE ~
2024
Featuring Actress : Tinatin Dalakishvili
Handcrafted with care
Great value
Eco Products
High Quality materials
Details
This product is crafted with quality materials to ensure durability and performance. Designed with your convenience in mind, it seamlessly fits into your everyday life.
Shipping / საკურიერო & საფოსტო მომსახურება
საკურიერო მომსახურების ტარიფები საქართველოს მასშტაბით:
თბილისი 5₾
ქალაქები 6-9₾
სოფლები 12₾
საზღვარგარეთ საფოსტო გზავნილების ტარიფების გასაგებად დაგვიკავშირდით :
Facebook Messanger : Noém
Instagram Direct : ___noem___
whatsapp : +995 598 00 11 20