~ Life license ~
ყველაფერი იწყება სიცოცხლის უფლებით და სრულდება სიკვდილის გარდაუვალობით. ამ ორ წერტილს შორის გადაჭიმულ მონაკვეთს ცხოვრება ჰქვია.
„ცხოვრების ლიცენზია“, „დრამის ლიცენზია“ და „ქალობრიობის ლიცენზია“ კონცეპტუალური არტ-პროექტებია, რომლებიც ერთიან ტრილოგიას ქმნის. წარსულის, აწმყოსა და ფანტაზირებული მომავლის სამი თავი ადამიანის ცხოვრების გზას იკვლევს, დაბადებიდან იმ სამყარომდე, რომლის შექმნაც შეგვიძლია.
ნამუშევარი შეფასებულია, როგორც პირველი ფემინისტურ-აქტივისტური პროექტი, თუმცა, თავისი ბუნებით, იგი უფრო ახლოს დგას სოციალურ-ფილოსოფიურ ხელოვნებასთან, რადგან მისი მიზანია ადამიანს დაანახოს, რომ სწორედ ეპოქა იწყებს მის შეფუთვას დაბადების მომენტიდან და დრო, რომელშიც ვიბადებით ძლევამოსილია განკარგავდეს ჩვენი ცხოვრების მონაკვეთს, როგორც ბედს და მათშორის ათვლის საწყის წერტილსაც, როგორც სიცოცხლის უფლებას.
ტრილოგიაში ლიცენზია წარმოადგენს მეტაფორას, ქალისთვის მინიჭებული დოკუმენტის, რომელსაც ადამიანი თითქოს დაბადებისთანავე იღებს. მასში ჩაწერილია დრო, საზოგადოება, კულტურა, წესები და ღირებულებები, რომლებიც ჩვენს დაბადებამდე არსებობდა. სწორედ ეპოქა იწყებს ადამიანის ფორმირებას პირველივე წამიდან და ხშირად განსაზღვრავს არა მხოლოდ მისი ცხოვრების პირობებს, არამედ სიცოცხლის უფლებასაც.
ტრილოგიის პირველი ნაწილი, „ცხოვრების ლიცენზია“ ახლო წარსულს გვაცნობს, რომელშიც ყველაფერი იწყება სიცოცხლით, თუმცა ქალისთვის თავად სიცოცხლე სიცოცხლის უფლებით.
პირველი პოსტერი - „მათთვის, ვინც სქესის მიხედვით შერჩევითი აბორტების ერაში დაიბადა“, ტრილოგიის დაბადების საწყისი წერტილია. ის ეყრდნობა „დაკარგული ქალების“ (Missing Women) კონცეფციას და იმ ისტორიულ რეალობას, რომელშიც მილიონობით გოგოს სიცოცხლე (160 000 000 გოგო ) დაბადებამდე დასრულდა.
სწორედ ამიტომ ეს ნამუშევარი სიცოცხლის უფლების თემით იბადება, რადგან ყოველი სხვა უფლება, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება არსებობდეს, როდესაც ადამიანს სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემა.
Everything begins with the right to life and ends with the inevitability of death. Between these two points stretches the line we call life.
Life License, Drama License, and Womanhood License are conceptual art projects that together form a single trilogy. Across three chapters: past, present, and an imagined future, they explore the human journey, from birth to the world we still have the power to create.
The trilogy has been described as the first feminist-activist project, but its nature, however, belongs more closely to the realm of socio-philosophical art. Its purpose is to reveal how every era begins shaping us from the moment we are born, and how the time into which we enter the world possesses the power to determine the course of our lives as if it were destiny including its very starting point: the right to life.
Within the trilogy, the license functions as a metaphor for an invisible document assigned to every woman at birth. It carries the time, society, culture, rules, and values that existed long before she did. From the very first moment of life, an era begins to shape the individual, often determining not only the conditions of existence, but even whether that existence will be allowed to begin.
The first chapter of the trilogy, Life License, looks toward the recent past a reality in which every story begins with life, yet for women, life itself begins with the right to be born.
The opening poster, “To Those Born in a Sex-Selective Abortion Era,” marks the point of origin of the trilogy. It draws upon the concept of Missing Women and the historical reality in which the lives of millions of girls, approximately 160 million worldwide ended before birth.
For this reason, the project begins with the right to life. Every other right can exist only after a person has first been granted the possibility to exist.
~ ცხოვრების ლიცენზია ~
2024
არტ-პროექტის სახე : მსახიობი თინათინ დალაქიშვილი
~ LIFE LICENSE ~
2024
Featuring Actress : Tinatin Dalakishvili