~ Rosa Fabulosa ~ Leather Earlobe Earrings
You may also like
~ Fabula Sub Rosa ~ (ლათ) ვარდის საიდუმლო ზღაპარი / მომავლის ფენტეზი / კონცეპტუალური კოლექცია
კამპანია ~ WomanKind License ~ ქალობრიობის ლიცენზია (2000-2100)
არტ-პროექტი Sub_Rosa ~ ვარდის საიდუმლო / ქართველი ქალების ხმა ~ 2025 წელი 🥀🌹
" სადღაც შეუვალში ვიძირები, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სხეულის სულთან დამაკავშირებელი ფერადი ძაფები გაწყდა და ვერ ვიაზრებ ეს შეგრძნება იყო თუ არა ტკივილი.. "
~ ანონიმური, 19 წლის ~ 🧑🏻🎨🎨✍🏻
" თვალებში სიბერე მაქვს,
სადღაც ჩრდილი ვარ თოკზე
ჩემს თავს შევხვდი.
შემრცხვა.
ისევ რაღაცას დავპირდი.
ხესთან მივედი, ჩრდილი ჩამოვხსენი.
ახლა ციცინათელა ვარ, არ გადავშენდი.
ციცინათელა ვარ.. "
~ ციცინათელა, XX წლის ~ 🧚❤️🩹
" თავისუფლება საშიშია უსასრულოების და უსაზღვრო შესაძლებლობების ერთობლიობის გამო უმრავლესობისთვის, მე სხვანაირი ვარ, ინტერესიანი და შეყვარებული, ამ ორ რაღაცას გრძნობ დაბადებიდან და სამყაროსთვის ამის გამხელას ყველაზე დიდი გამბედაობა სჭირდება "
~ "ITgirl", 23 წლის ~ 🤘🏻🧗
" როცა ცუდად ვარ ხოლმე, ვბანაობ, მუსიკას ვრთავ და საყვარელ სუნამოს ვისხამ დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე კი არა, უბრალოდ ის დღეა ჩემი, რომელსაც ჩემად ვაქცევ "
~ ნატა, 30 წლის ~ 🧖🏼♀️🛀
" წვიმაში ვიცეკვე და რა თქმა უნდა ავად გავხდი, ერთხელ დავთვერი და სიყვარული ავუხსენი ბიჭს, მადლობა მითხრა და რა თქმა უნდა ვიტირე... ფილმში მეგონა ცხოვრება, გავიზარდე და მაიძულებენ "დასერიოზულებას" და ვერანაირად, მე სამოგზაუროდ მივდივარ ჩემი სცენარის მიხედვით "
~ ანონიმური, 26 წლის ~ 🎬🌦️💃
"კარგი იქნებოდა ვინმეს საკუთარი თავის სიყვარული ესწავლებინა ჩემთვის, კრიტიკული აზროვნება. ესაუბრათ სექსზე, ურთიერთობებზე, პატარა მეს აუცილებლად ყველაფერს დაუფარავად ვასწავლიდი, მოვეფერებოდი და ვეტყოდი, რომ კარგია, ვინც საუბრობს, ამბობს სხვის სათქმელს, დაე ყველა თქვენკენ ნასროლი ქვა და ტალახი ყვავილებად იქცეს"
~ ანონიმური, XX წლის ~ 🫂💐
"აქ არაფრით ჩამოვედი, მთელი ცხოვრება თავს ვეტყვი მადლობას რომ წარმოუდგენელი შევძელი, ბავშვები მომყავს მალე. ბარში ვიმუშავე საწყობშიც ტემპი აქაური სწრაფია და მცირე ბიზნესი გავბედე. თავს ველაპარაკებოდი პოზიტიურად და პატერნი შევცალე. ყოველ ქალს ვეუბნები რომელიც თავს იმკვიდრებს - Yes you can ! (შენ ეს შეგიძლია) "
~ ანონიმური XX წლის ~ ✨💪🏻🗽
🧚🌹Fairy @chkheidzeinga
🎥🦸🏼♀️Camera-Woman / On set assistant @anichkao_
🪡🦸🏻♀️Garment Construction / Wardrobe Assistant @noys_lambent
Error 404 @maryam__tonko
Handcrafted with care
Great value
Eco Products
High Quality materials
Details
This product is crafted with quality materials to ensure durability and performance. Designed with your convenience in mind, it seamlessly fits into your everyday life.
Shipping / საკურიერო & საფოსტო მომსახურება
საკურიერო მომსახურების ტარიფები საქართველოს მასშტაბით:
თბილისი 5₾
ქალაქები 6-9₾
სოფლები 12₾
საზღვარგარეთ საფოსტო გზავნილების ტარიფების გასაგებად დაგვიკავშირდით :
Facebook Messanger : Noém
Instagram Direct : ___noem___
whatsapp : +995 598 00 11 20